logo
ENG



წყნეთის ეკლესიის მამაო საპატრიარქოს დაინფიცირებულ თანამშრომელზე: პირადად ჩავიბარე აღსარება

17 აპრ 202012:18
3 წუთის საკითხავი
 

წყნეთის ღვთისმშობლის ტაძრის მრევლი ვირუსით დაინფიცირდა. ტაძრის მამაო კი, რომელმაც პირადად ჩაიბარა ამ ქალისგან აღსარება დღეს ეკლესიის 6 მსახურთან ერთად, თვითიზოლაციაშია. 

"10 დღის წინ იყო ის ადამიანი მოსული აღსარებაზე და გუშინ გაიგეს, რომ დაიფინცირებულია. მე ჩავიბარე აღსარება და ახლა 7 ადამიანი იზოლაციაში ვართ. ის ჩვენი მრევლი არაა. უბრალოდ აღსარება ჩამაბარა და წავიდა. ტაძარში სიმპტომები ჯერჯერობით არავის გამოუვლენია. მივიღეთ გაფრთხილება, რომ არავინ შემოვუშვათ და არც არავინ გავიდეს ეკლესიიდან",-აღნიშნას მამა იოანე. 

საპატრიარქოს პრესსპიკერისთვის ანდრია ჯაღმაიძისთვსი ფაქტის შესახებ ინფორმაცია ცნობილია, თუმცა მისი თქმით, მისთვის უცნობია დამატებითი დეტალების შესახებ.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 370 მდე- ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 77 მდე გაიზარდა. პაციენტები კოვიდის მიმღებ ცენტრებში არიან გადანაწილებულნი, 2 ინფიცირებული ბოჭორიშვილის კლინიკაშია, გუშინ გვიან ღამით კი ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ 19 ით ინფიცირებული 6 წლის ბავშვი შეიყვანეს.

 


close დახურვა