წყნეთში ქალის დაინფიცირებას მისი მეზობლები ეკლესიას უკავშირებენ.არც თავად ინფიცირებულს აქვს ინფორმაცია, თუ საიდან დაავადდა კოროანვირუსით. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაინფიცირებული დადიოდა ეკლესიაში და მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა. მეზობლების თქმით, მათთან ეპიდემოილოგები არ მისულან.
„ამ ადარბაზოში ცხოვრობს და ჩვენ შეხება არ გვაქვს. არავინ ყოფილა და რეკომენდაციები არ მიუციათ. სამსახურში დადიოდა, მუშაობდა“, - აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.
შეგახსენებთ, რომ წყნეთის ღვთისმშობლის ტაძრის მრევლი ვირუსით დაინფიცირდა. ტაძრის მოძღვარი კი, რომელმაც პირადად ჩაიბარა ამ ქალისგან აღსარება, დღეს ეკლესიის 6 მსახურთან ერთად, თვითიზოლაციაშია.