logo
ENG



ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა იზღუდება

28 აგვ 202320:08
3 წუთის საკითხავი
 

ვაკე-საბურთალოს გზაზე გადაადგილება იზღუდება. ქვათაცვენის რისკის გამო 10 სექტემბრამდე დაიკეტა დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული გზატკეცილი. ინფორმაციას მერია ავრცელებს. ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდის ნაწილი 17 აგვისტოს ჩამოიშალა. მერიაში ამბობენ, რომ კლდოვან ფერდზე, პრევენციის მიზნით, ქვათაცვენის საწინააღმდეგო დამცავი ბადის მოწყობა და კლდის გაწმენდა გრძელდება. სამუშაოები 4 მილიონ ლარზე მეტი ჯდება. ინფორმაცია საათობრივი შეზღუდვების დეტალებზე, მერიის საიტზეა განთავსებული.

 


close დახურვა