logo
ENG



ჭავჭავაძეზე, ახლადამონტაჟებულ ბორდიურს კიდევ ერთი ავტომობილი შეეჯახა

22 ივლ 202009:03
3 წუთის საკითხავი
clock 419

განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე გზის სავალი ნაწილის შუაში დამონტაჟებულ ბორდიურს კიდევ ერთი მანქანა შეეჯახა.

მომხდარის შედეგად 68 წლის კაცი დაშავდა. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მძღოლს გამოკვლევები ჩაუტარდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

„შემოყვანილი იქნა 68 წლის მამაკაცი. მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საყურადღებო. უტარდება დამატებითი კვლევები. სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება“, - განაცხადა გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის მორიგე ექიმმა, ევგენი ნიკოლაშვილმა.

შეგახსენებთ, გზის ამ მონაკვეთზე ეს ავტოავარიის მეორე შემთხვევაა. სავალი ნაწილის შუაში დამონტაჟებულ ბორდიურზე ავტომანქანა 30 ივნისსაც შევარდა


close დახურვა