logo
ENG



ჭავჭავაძეზე ავტობუსი ქვეითს დაეჯახა

11 სექ 202012:57
3 წუთის საკითხავი
 
tl9x7unjikf9z14.png

ჭავჭავაძის გამზირზე ლურჯი ავტობუსი ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა დღეს, 11 სექტემბერს, დილით მოხდა. დაშავებული ქალი ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, რომ აბტობუსი ქვეითს ბას ლაინზე დაეჯახა. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. 

შსს-ში ფორმულას უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.


close დახურვა