დღეს თხუთმეტი ივნისია და ჭავჭავაძის გამზირი ისევ არ გახსნილა. კალაძის ბოლო დაპირებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 ივნისს უნდა დასრულებულიყო, მერმა განცხადება გადათხრილ ჭავჭავაძეზე სკუტერით სეირნობისას გააკეთა.
ერთი წელზე მეტია, გამზირზე მოძრაობა როგორც ქვეითების, ისე ავტომობილებისთვის, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
მერიაში თემაზე კომენტარს არ აკეთებენ, რეაბილიტაციაზე მომუშავე პირები პროექტის დასრულების ვადად ამჯერად თვის ბოლოს ვარაუდობენ.