logo
ENG



ჭიაბერაშვილი: ივანიშვილს იმედი აქვს, რომ ამ ფონზე არჩევნებს მოიგებს

21 აპრ 202021:58
3 წუთის საკითხავი
 

გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას ამ კრიზისულ პერიოდში, პოლიტიკური ბენეფიტების მისაღებად, ბოტების ქარხანა ჰყავს ამოქმედებული.

ჭიაბერაშვილის თქმით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე , კრიზის ფონზეც კი, არჩევნებში გამარჯვებაზე ფიქრობს.

„როგორ მოქმედებს ივანიშვილი ძალიან მარტივად შეგვიძლია გამოვიცნოთ თუ როგორ დაიქოქა ტროლების ქარხანა ამ ქვეყანაში და როგორ გვიმტკიცებდნენ მთელი მარტის განმავლობაში, რომ საქართველო არის ფლაგმანი კორონავირუსთან ბრძოლის დროს. გვიხარია ჯერჯერობით დაბალი რიცხვები და ღმერთმა ქნას ყველაფერი ასე წავიდეს. თუმცა, ის ადამიანები, ვინც მარტში გვიმტკიცებდნენ, რომ ყველაფერი კარგადაა, ახლა საპირისპიროდ ლამის პანიკაში გვაგდებენ და გვიმტკიცებენ, რომ ყველაფერი ძალიან ცუდადაა.

ჩვენ დავინახეთ, რომ მთელი ხელისუფლება მოიქოქა ერთადერთი ნიშნით, მათ არ დაბრალდეთ თუ რამე მოხდება და მეორე, იმაში, რომ ამაში პოლიტიკური კაპიტალიზაცია გააკეთონ, რომ თურმე, რა მაგარი ყოფილა გახარია. შეუძლებელია ამის უკან ბიძინა ივანიშვილი არ დავინახოთ. მისი ინტერესია, რომ ამ ფონზე, როდესაც ხალხი სასოწარკვეთაში ჩავარდა, მას იმედი აქვს, რომ არჩევნებს მოიგებს. ახლა ყველას მიზანი უნდა იყოს არა რა იქნება არჩევნებამდე, ან მის მერე, არამედ მთავარი ამოცანა უნდა იყოს რა იქნება ხვალ და ზეგ. თითოეულ ნაბიჯზე დამოკიდებულია ვირუსი რამდენად დაგვაზიანებს ჯანდაცვის კუთხიდან. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია რამდენი ოჯახი გადაურჩება შიმშილს“, - აცხადებს ჭიაბერაშვილი. 


close დახურვა