logo
ENG



ჭიაბერაშვილი: ყველამ იცის ეს მთავრობა რომ დარჩეს პრობლემები უფრო გაღრმავდება

01 ივნ 202021:58
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ არჩევნებში მოსაგებად ასეულობით მილიონ ლარს ხარჯავს. მისი თქმით ეს თანხები ეკონომიკას და სამუშაო ადგილების შექმნას უნდა ისახავდეს. აღნიშნულზე ჭიაბერაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ ისაუბრა.

ასევე ჭიაბერაშვილის თქმით, საზოგადოებამ იცის, რომ იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებაში კვლავ ქართული ოცნება დარჩება პრობლემები ქვეყანაშ კიდევ უფრო გაღრმავდება.

 „ისინი არჩევნებს იგებენ არა მარტო 3 კილო კარტოფილით ან 5 კილო ხახვით, არამედ იმ მანქანით, რომელშიც ყოველწლიურად ასეულობით მილიონ ლარს ასხამენ. ეს არის ის ფული რაც აკლდება ეკონომიკას, სამუშაო ადგილების შექმნას და ცდილობენ რომ ამით გავიდნენ ფონს. ამ ეკონომიკური უგუნურობის უცნაურობა იმაშია, რომ ეს პარტაქტივი არ ეყოფა იმ უზარმაზარ ზარალს და ზიანს, რაშიც ქვეყანა ახლა არის. ამ ნაბიჯებით, თვითონ ქართული ოცნების აქტივიც სოფლებში და რეგიონებში, განსაკუთრებით ძალიან დაზარალდება, ამიტომ მე გაუგონარი მგონია რომ ასეთი გაჭირვება ქართულ ოცნებას ბუმერანგივით არ შემოუტრიალდეს. კიდევ ერთი რამ ყველა ადამიანმა ამ ქვეყანაში იცის, რომ ეს მთავრობა რომ დარჩეს პრობლემები კი არ გადაიჭრება უბრალოდ გაღრმავდება“,-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

 


close დახურვა