logo
ENG



ჭიაბერაშვილი ტიკარაძეს: მოვუწოდებ, კორონავირუსსზე იყოს სრული და გამჭვირვალე ინფორმაცია

08 მარ 202012:12
3 წუთის საკითხავი
 
lvpgg2ep9vrdnr0.jpg

კორონავირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციები აქვს ოპოზიციას. მზარდი ტენდენციის გამო ხელისუფლების ოპონენტები ჯანდაცვის მინისტრს მოუწოდებენ, ქვეყანაში არსებული სხვადასხვა კლინიკა აითვისონ. მათივე თქმით, ისინი ნდობას უცხადებენ ლუგარის ლაბორატორიას, თუმცა შემთხვევების ზრდის პარალელურად, ვერ მოხერხდება პროცესების ეფექტიანაფდ წარმართვა. ოპოზიცია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს შშმ პირებზე, დისპანსერებზე და მოხუცთა თავშესაფარზე.

"მოვუწოდებთ ჯანდაცვის მინისტრს, რომ ყველა ამ საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, რათა ყველა სერვისის შესახებ, რაც უკავშირდება  გარკვეულ ინსტიტუციებში ადამიანის მისვლას, იყოს სრული და გამჭირვალე ინფორმაცია",- აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

 


close დახურვა