"ევროპული საქართველოს" წევრი, დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი, ჯანდაცვის მინისტრს 6 ღია კითხვას უგზავნის. ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის პოლიტიკას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ის არ არის მორგებული საზოგადოების ინტერესებზე, რამაც გარკვეული მიმართულებებით კრიზისი შექმნა. "ევროპული საქართველოს" წევრმა აქცენტი, მედიკამენტების ფასებზე, მის დეფიციტზე, სოციალურად დაუცველების საჭიროებების შემცირებასა და 520-ე დადგენილებაზე გააკეთა.
"ევროპული საქართველო ბოიკოტს ვუცხადებთ პარლამენტის სხდომებს. მინდა საჯაროდ მივმართო მინისტრ ტიკარაძეს იმ კითხვებით, რაც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს. პირველ რიგში, რას უპირებს 520-ე დადგენილებას და რას აპირებს მედიკამენტების პროგრამასთან დაკავშირებით. ასევე რით იყო განპირობებული 40 ათასამდე ადამიანისთვის საარსებო შემწეობის მოხსნა მაისიდან დეკემბრის ჩათვლით. მანვე უნდა განმარტოს როგორ აპირებს მენეჯმენტის გაუმჯობესებას, რათა ცე ჰეპატიტის ელიმინაცია რომ ვერ მოხდება დათქმულ ვადაში და იქნებ 2022 წელს მაინც განხორიცელდეს, როგორც ამას სერგეენკო ამბობს",-აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.