ჭიათურის მერიის წინ მაღაროელები აქციას მართავენ. ისინი ხელფასის გაზრდას 50%-ით მოითხოვენ და აცხადებენ, რომ აქციები გაგრძელდება მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, დაახლოებით 3000-მდე მაღაროელია გაფიცული.
"ეს მოთხოვნა დღეს კი არ დავაყენეთ ჩვენ, სამი კვირის უკან გავუგზავნეთ ხელშეკრულება, რომ კომპანიას უნდა ემოქმედა და მოეხედათ ხალხისთვის. მოვიდა უარყოფითი პასუხი. ყველა მაღაროელია გაფიცული, 3000 ადამიანი მაინც იქნება გაფიცული", - აცხადებს ერთ-ერთი მონაწილე.