logo
ENG



ჭიათურაში მაღაროელმა თვალები ამოიკერა

18 ივნ 202323:03
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/18/jfdtc1ww0v46y8v.png

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. დღეს ერთ-ერთმა თვალები ამოიკერა, მეორემ კი ვენები გადაიჭრა.

დღეს მათი პროტესტის მე-13, ხოლო შიმშილობის მე-7 დღეა. 

მაღაროელები ღირსეულ ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვენ. ამ დრომდე ყველა მაღარო გაჩერებული და პარალიზებულია. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, გაფიცულებსა და მენეჯმენტს შორის კონსენსუსი ვერ შედგა.

15 ივნისს კომპანია ჯორჯიან მანგანეზსა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის, მედიატორის მონაწილეობით მოლაპარაკების მორიგი შეხვედრა გაიმართა. კომპანიამ თანამშრომლებს პროტესტის შეწყვეტა, მუშაობის განახლება და მუშაობის შედეგად ეკონომიკური ეფექტიანობის მიხედვით ბონუსების განსაზღვრა შესთავაზა. ამავე განცხადების მიხედვით გაირკვა, რომ გაფიცულ თანამშრომლებთან ყველა პუნქტზე შეჯერდნენ, გარდა ხელფასის მატების და ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებისა.


close დახურვა