logo
ENG



ჭიათურაში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

30 აგვ 202009:56
3 წუთის საკითხავი
 
8sico86d78bof40.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. დაკავებულთაგან ორი წარსულში ნასამართლევია.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, მიმდინარე წლის 26 ივლისს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურში ყაჩაღურად თავს დაესხნენ 1946 წელს დაბადებული რ.მ.-ს საცხოვრებელ სახლს. თავდამსხმელებმა ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით რ.მ.-ს ფული და ოქროს სამკაულები გასტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად არაერთგზის ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


close დახურვა