logo
ENG



ჭიათურელები საპროტესტო აქციას მართავენ და ჯორჯიან მანგანეზს მიმართავენ

23 თებ 202017:28
3 წუთის საკითხავი
 

ჭიათურის რაიონის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა ჭიათურის მერიასთან საპროტესტო აქციას მართავს.

მოსახლეობა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისაგან" კომპენსაციას ითხოვს. მათი თქმით, თუ კომპანია ზარალს არ აანაზღაურებს, მაღარო მუშაობას ვერ გააგრძელებს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, პროცესებში ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა უნდა ჩაერთოს. სოფელ შუქრუთის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია რამდენიმე თვის წინაც გამართა, რა დროსაც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან" მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა უშედეგოდ.

მომიტინგეები ამბობენ, რომ თუ კომპანია ვალდებულებებს არ შეასრულებს და ასევე მინისტრი მედიატორის როლს არ შეასრულებს, იქამდე მაღარო დაკეტილი იქნება. 

 

 


close დახურვა