logo
ENG



ჭიათურის მაღაროს ცვლის უფროსი დაჭრეს, ნაცემია მუშა და საჩხერის პოლიციის უფროსი

16 მაი 202012:15
3 წუთის საკითხავი
 

დაჭრით დასრულდა ურთიერთშელაპარაკება სოფელ პერევისაში, სადაც ჯორჯიან მანგანეზის ახალი მაღაროს მშენებლობა მიმდინარეობს. შელაპარაკება ცვლის უფროსსა და მუშას შორის მოხდა. ცვლის უფროსს 4 ჭრილობა, მუცლის, ფეხისა და ხერხემლის არეში დანით აქვს მიყენებული, ის კლინიკაშია გადაყვანილი.

მოგვიანებით, ინციდენტი საჩხერის რაიონულ პოლიციაში გაგრძელდა, სადაც დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჯორჯიან მანგანეზის მუშას ჯერ პოლიციელები გაუსწორდნენ, შემდეგ კი ის პოლიციის განყოფილების უფროსს დაესხა თავს. ადგილობრივი პროფკავშირების ინფორმაციით, თანამშრომლის უკმაყოფილება უმუშევრად დარჩენის საფრთხეს უკავშირდება. ცნობილია, რომ მაღაროელებმა, თავის დროზე, სოლიდარობა გამოუცხადეს, სოფელ ითხვისის დაზარალებულ მოსახლეობას და მაღაროში მუშაობაზე უარი განაცხადეს, ამის გამო კომპანია მათ ხელფასის მხოლოდ 30%-ს უხდის.

გამოძიება პოლიციელზე თავდასხმისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. 


close დახურვა