ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელი ითხვისის ერთ-ერთი დიდი უბანი უმძიმეს მდგომარეობაშია. სრულად დაინგრა 3 სახლი, 10-ზე მეტი კი დანგრევის პირასაა. ეს მხოლოდ 4 დღეში. ადგილობრივები საცხოვრებლების ამ მდგომარეობამდე მისვლას წიაღისეულის მოპოვებას უკავშირებენ.