logo
ENG



ჭიჭინაძე: კალაძის გასვლას ქართული ოცნებიდან აზრი არ აქვს

27 იან 202023:04
3 წუთის საკითხავი
 

დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ იმ გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც მოქმედი მერი კახი კალაძის პარტია „ქართული ოცნებიდან“ წასვლას გეგმავს, ჭიჭინაძის თქმით, კალაძის გასვლას პარტიიდან აზრი არ აქვს, ვინაიდან მოკლე პერიოდში ის პარტიულ სტრუქტურას ვერ შექმნის. 

„აზრი არ აქვს კალაძის გასვლას, იმიტომ რომ ესე მოკლე პერიოდში ვერც პარტიულ სტრუქტურას შექმნის, ვერც კომისიის წევრებს მოიპოვებს და ვერც ვერაფერს და რა თქმა უნდა ეს კომპრომატებიც საკმაოდ სერიოზული პრობლემა იქნება მისთვის მერე",-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

გადაცემაში ჭიჭინაძემ ასევე ისაუბრა იმ კომპრომატებზე, რომელიც კახი კალაძის წინააღმდეგ არსებობს, მისი თქმით რამოდენიმე საბუთი მან თავად გადააგზავნა სუსში.

„რამოდენიმე საბუთი მე თვითონ მაქვს გაგზავნილი სუსშიანტიკორუფციულში, იმიტომ რომ მეც მაქვს გარკვეული კითხვები. ეს არის საქმეები, ვთქვათ სახელმწიფო  მიწების გაუფასურებასთან დაკავშირებით, მეორე მაგალითად მე ვთვლი, რომ თუნდაც 1 ლარად გადაცემული ისეთი მიწების, რომელიც გვერდზე ისეთივე მიწები 400 დოლარად გაიყიდა. ყველამ კარგად ვიცით „არქის“ ფინანსური მდგომარეობა როგორი იყო 2016-ში, როგორც კი ეს ადამიანები ხელისუფლებაში მოვიდნენ, ქალაქის მერიაში „არქი“-მ დაიწყო ლიდერად ჩამოყალიბება, შეგიძლიათ ამოიღოთ რეკლამები 2016 წლის, საერთოდ არსად ჩანდა ეს სამშენებლო კომპანია და მას არ ჰქონდა ის რესურსი, რომელიც მას ახლა გააჩნია და პირდაპირ ჩანს რომ ხელისუფლებაში ყოფნა მათ საკმაოდ კარგად გამოიყენეს“,-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.


close დახურვა