„ქართული ოცნება შორდება ხალხს, ანუ შორდება პოლიტიკას“-ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესებს, მისი თქმით ქართულ ოცნებას საბოლოო ჯამში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოუწევს.
„მე სიმართლე გითხრათ საერთოდ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ამ სისტემის მომხრე ვიყავი, მხარი იმიტომ დავუჭირე, რომ ხალხმა გადაწყვიტა ასე, მე რა მაწყობს ის კი არ არის, რაც ხალხს უნდა ის არის. „ქართული ოცნება“ შორდება ხალხს ყველანაირად ანუ შორდება პოლიტიკასაც, არ გაითვალისწინებენ ამას მიიღებენ რევოლუციას, ეს გარდაუვალია რა ამ სისტემით ჩატარებულ არჩევნებს, გინდა ვადამდელი ჩაატარონ გინდა ვადიანი, ვადიანი არამგონია ჩაატარონ მაგდანას ლურჯასავით დაეცემიან გზაში, ისე პირდაპირ დამთავრდება თუ არა არჩევნები ექნებათ რევოლუცია, ამ არჩევნებს არავინ არ გაუპრავებთ“,-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.