logo
ENG



ჭიჭინაძე ხუნდაძის ინიციატივაზე:კანონი ოცნებას არალეგიტიმურ ვითარებაში ჩააყენებს

19 მაი 202012:34
3 წუთის საკითხავი
 

ახალი ინიციატივის მიხედვით, რომელიც  დიმიტრი ხუნდაძემ მოამზადა და  დღეს ბიუროს სხდომაზე უნდა დარეგისტრირდეს, მმართველ გუნდს ქვეყანაში გადაადგილების აკრძალვა ყოველთვის შეეძლება, არ აქვს მნისვნელობა იქნება თუ არა გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა. არასაპარლამენტო ოპოზიციას მიაჩნია, რომ დოკუმენტი არის არაკონსტიტუციური და მის განხილვაში სახალხო დამცველი უნდა ჩაერთოს.

როგორც პარლამენტის წევრი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, დოკუმენტის მიღებას მმართველ გუნდს ქართველი ხალხი არ აპატიებს.

„თუ ესეთი კანონი იქნება მიღებული, ვთვლი, რომ "ქართულ ოცნებას" იმთავითვე არალეგიტიმურ ვითარებაში ჩააყენებს. შესაბამისად, არჩევნების შედეგები დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგება. თუ ესენი იმას ფიქრობენ, რომ რადგანაც დასავლელ პარტნიორებს დაუთმეს პატიმრების გამოშვება და ამის გამო, ეს შერჩებათ, ძალიან ცდებიან. ამას უკვე ქართველი ხალხი არ აპატიებს. სახლში გამოკეტვას ისე, როგორც ორი ადამიანი იყოს, არამგონია, ქვეყნისთვის სასიკეთო იყოს“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

„ლელო საქართველოსთვის“ წევრი ვახტანგ გეგელია კი მიიჩნევს, რომ ყველა შეზღუდვას სამართლებრივი ჩარჩო სჭირდება.

„ბატონ ხუნდაძეს და სხვებს ვურჩევდი ჩაიხედონ კონსტიტუციაში და ნახონ კანონმდებლობა. ძალიან ნათლად დაინახავენ, რომ ყველა შეზღუდვას სამართლებრივი ჩარჩო სჭირდება. თუ კი საგანგებო მდგომარეობა აღარ იქნება როგორც სამართლებრივი ჩარჩო, მაშინ უკვე საკითხავი იქნება რა ლეგალური ჩარჩო გაამყარებს კონკრეტული შეზღუდვების დაწესებას“, - განაცხადა გეგელიამ.


close დახურვა