logo
ENG



ჭკუასელი: მანქანაში მიდევს იარაღი, რაღაც რომ მოხდეს გადმოვიღებ და მეც გამოვეკიდები

09 აგვ 202022:41
3 წუთის საკითხავი
clock 1161
6o99ccq142ppqea.jpg

"მანქანაში მეც მიდევს იარაღი, რაღაც რომ მოხდეს, გადმოვიღებ და მეც გამოვეკიდები", - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თემურ ჭკუასელმა TV პირველის კითხვას მისი თანაგუნდელის, დეპუტატ ენზელ მკოიანის მიერ ქუჩაში იარაღის სროლასთან დაკავშირებით.

როგორც ჭკუასელმა აღნიშნა, აუცილებელია გამოძიებამ დაადგინოს, რამ განაპირობა მკოიანის მიერ იარაღის გამოყენება.

"შეიძლება მეც შემექმნას სიტუაცია ისეთი ამ ქვეყანაზე... გამოძიება ჭირდება ამ საქმეს და არ შეიძლება ჩემგან შეფასება. ეხლა მანქანაში მიდევს იარაღი. რაღაც რომ მოხდეს და შენ რამე დაგემუქროს, გადმოვიღებ იარაღს და მეც გამოვეკიდები. მერე გადაიღებენ და აი მისდევს თემურ ჭკუასელიო იტყვიან. სიტუაცია რა იყო ჩვენ ხომ არ ვიცით", - განაცხადა თემურ ჭკუასელმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ივლისში სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი ახალქალაქის ქუჩებში ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრის. ვიდეო მიმდინარე წლის მარტში მომხდარ ინციდენტს ასახავს. გავრცელებული ინფორმაციით, მკოიანთან ერთად ინციდენტში ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი სამველ პეტროსიანი ფიგურირებს.


close დახურვა