logo
ENG



ჭორვილაში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაპირისპირება იყო

04 იან 202314:13
3 წუთის საკითხავი
 

ჭორვილაში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა, დაპირისპირება იყო.

ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ მიმავალ აქტივისტებს ქართული ოცნების ადგილობრივი მხარდამჭერები დახვდნენ. სოფელში ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი - გიორგი მუმლაძე და მისი თანამოაზრეები ჩავიდნენ. მათ ამერიკისა და უკრაინის დროშები მიიტანეს, ასევე ბანერი წარწერით "თავისუფლება მიშას".

მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეებს "ოცნების" მხარდამჭერებმა აგინეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. ჭორვილაში ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია.


close დახურვა