logo
ENG



ჭოხონელიძე: ანტიდისკრიმინაციული განცხადების გამო დამსაჯეს, შობას ტაძარში აღარ ვიგალობებ

16 დეკ 202011:45
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/16/ysmazvm4xz466gt.jpg

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ამბობს, რომ ეთერში გაკეთებული ანტიდისკრიმინაციული განცხადების გამო დასაჯეს და შობის ღამეს ტაძარში საგალობელს აღარ შეასრულებს.

ჭოხონელიძის თქმით, დასაჯეს, რადგან თქვა, რომ მიუღებელია ადამიანის დისკრიმინაცია და ბულინგი სექსუალური ორიენტაციის თუ რასის გამო.

"ეთერში ღიად გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება ჩემთვის მიუღებელი საკითხისადმი: მიუხედავად იმისა, რომ არ მოგწონს ადამიანის რელიგიურ მრწამსი, რასა თუ ორიენტაცია - ამიტომ უნდა ჩაიქოლოს ადამიანი, ამიტომ ადამიანის დისკრედიტაცია ხდება, ამიტომ სამსახურებიდან ათავისუფლებენ, თუ არ მუშაობს, არ ღებულობენ, აბულინგებენ... ამის წინააღმდეგ წავედი, ვთქვი ეს.

ამის შემდეგ "ტოლერანტ ადამიანთა ჯგუფმა" გადაწყვიტა, რომ შობის ღამეს, როცა მე ტაძარში ვდგავარ და ვასრულებ საგალობელს, აღარ უნდა მემღერა. გარკვეული სამაგიერო გადამიხადეს, თავიანთი "დიდსულოვანი ბუნებიდან" გამომდინარე, მე დამსაჯეს". - თქვა მომღერალმა ტვ პირველის ეთერში.


close დახურვა