logo
ENG



ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა – შემთხვევას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა

30 სექ 202514:09
3 წუთის საკითხავი
 
2025/09/30/maz5zjfbki5o2tx.png

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი – ცოლ-ქმარი – დაიღუპა. შემთხვევა 29 სექტემბერს მოხდა. ავტომობილი მდინარე ენგურში ჩავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ფორმულას" განუცხადა, რომ გარდაცვლილთა ცხედრები უკვე ნაპოვნია.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რის შედეგადაც ადამიანის სიცოცხლე ან ჯანმრთელობა ზიანდება.


close დახურვა