logo
ENG



ჭყონია: მსოფლიოში დიდმა მოდის სახლმა საქართველოში გადაღება ჰომოფობიის გამო გააუქმა

30 ივლ 202120:26
3 წუთის საკითხავი
 

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის დამფუძებელი, სოფო ჭყონია ფეისბუქზე წერს, რომ ქვეყანაში არსებული ჰომოფობიური განწყობების გამო, მსოფლიოში ერთ-ერთმა დიდმა მოდის სახლმა საქართველოში სარეკლამო კამპანიის გადაღება გააუქმა.

"მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ დიდ მოდის სახლს სარეკლამო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ჰქონდა გადაღება საქართველოში, კერძოდ სვანეთში. ეს გადაღება ჰოლივუდის ვარსკვლავის მონაწილეობით უნდა მომხდარიყო. ზუსტად ერთი წელი მიმდინარეობდა მოლაპარაკება ამ პროექტზე. დღეს მათ გადაღება საქართველოში გააუქმეს ქვეყანაში ჰომოფობიური განწყობების გამო. ძალიან სამწუხაროა!" - ამბობს ჭყონია.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა 5 ივლისის ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრაქციის შემდეგ უცხოეთიდან ჩამოსვლაზე უარი თქვეს. 

მარია დარჩიევმა, რომელიც საქართველოში ტურებს აორგანიზებს, 10 ივლისს განაცხადა, რომ გერმანელმა და რუსმა ტურისტებმა საქართველოში დაგეგმილ ტურზე უარი განაცხადეს. გარდა ამისა, ტურისტული კომპანია K ART WELL-ის დამფუძნებელი, მინდია ბაჟუნაიშვილი ამბობდა, რომ 5 ივლისის ძალადობის გამო, შვედმა ტურისტებმა 14 000-ევროიანი ჯავშანი გააუქმა. 

დღეს, 30 ივლისს კი ცნობილი გახდა, რომ 

ბერლინელი მუსიკოსის, DJ Phase Fatale-ის თქმით, ბათუმში ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ. 


close დახურვა