პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შოთა ხაბარელმა გააჟღერა ინიციატივა, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტი ცალკე ერთეულად გამოეყოს.
ხაბარელის თქმით, განათლების სამინისტროსთნ ყოფნის პერიოდში სპორტის განვითარების მხრივ გამოიკვეთა ხარვეზები.
"დაისვა საკითხი კულტურასთან დაკავშირებით და ჩვენთვისაც სპორტსმენებისთვის და სპორტის მესვეურებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის გამოყოფა, ცალკე რომ იყოს სპორტი და შეასრულოს თავის ფუნქცია. მომავლისთვის იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც ქართულ სპორტში არსებობს, ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი", - განაცხადა ხაბარელმა.
ცნობისთვის, 18 დეკემბერს უმრავლესობის წევრმა გია ვოლკსიმ განაცხადა, რომ განათლების სამინისტროს, სავარაუდოდ, კულტურის მიმართულება გამოეყოფა.