logo
ENG



ხაბეიშვილი: თალაკვაძე, მდინარაძე და ხუნდაძე ივანიშვილის ზებრად და პინგვინად წარმომიდგენია

22 ნოე 201907:21
3 წუთის საკითხავი
 
l7i5loexcfyp7zb.jpg

ე.წ. დაბოქლომების აქცია გრძელდება - ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები დღეს თბილისსა და რეგიონებში სხვადახვა მაჟორიტარულ ოლქებს დააბოქლომებენ. პირველი ბოქლომი 09:00 საათზე ოზურგეთში არჩილ თალაკვაძის მაჟორიტარულ ოლქს დაედება. 10:00 საათზე თბილისში მიხეილ ყაველაშვილის ოლქის შენობის შესასვლელი დაბოქლომდება, შემდეგი კი მამუკა მდინარაძის ოლქი იქნება. ამის შემდეგ ოპოზიციის წევრები მცხეთაში დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ოლქთან გადაინაცვლებენ. პროტესტის ამ ფორმას აქციის მონაწილეები გორში, ქუთაისსა და ზუგდიდშიც მიმართავენ.  

როგორც „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ყველა იმ პარლამენტარს შეექმნება დისკომფორტი, რომელიც ქართველ ხალხს ატყუებს. 

„შევუერთდები ყველა იმ წინააღმდეგობას, რომელიც დისკომფორტს შეუქმნის იმ დეპუტატებს, რომლებიც ატყუებენ ქართველ ხალხს. საუბარია მდინარაძესა და ყაველაშვილზე, განსაკუთრებით ყაველაშვილზე, რომელსაც ამ წლებში განმავლობაში ხმა არ ამოუღია და ახლა გაახსენდა, რომ მაჟორიტარი და პარლამენტარია. ივანიშვილს ზოოპარკის ცხოველების წარმომადგენლები ხომ ყავს ზებრა და პინგვინი, რაც შეეხება ადამიანებს, მე მის ზებრად და პინგვინად წარმომიდგენია მდინარაძე, თალაკვაძე და ხუნდაძე,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პირველად ბოქლომები 18 ნოემბერს ოპოზიციურმა პარტიებისა და პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებს დაადეს. ამის შემდეგ დაბოქლომების აქცია 21 ნოემბერს გაგრძელდა - ბოქლომები დაადეს კანცელარიის, საქალაქო სასამართლოსა და პროკურატურის შენობებს. 22 ნოემბერს ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტები ბოქლომების დადებას რეგიონებში გააგრძელებენ.

close დახურვა