დღეიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და სტრატეგია აღმაშენებლის ერთობლივ საარჩევნო კამპანიების შტაბს გიორგი ვაშაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ცნობილი ლებან ხაბეიშვილის მიერ გამართულ ბრიფინგზე გახდა.
მისი თქმით, ვაშაძეს ამ საქმიანობაში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, ხოლო იმაში, რომ ოპოზიციამ 2018 წლის არჩევნების პირველივე ტურში შეძლო წარმატების მიღწევა, გიორგი ვაშაძეს დიდ წვლილი მიუძღვის.
"მივიღეთ გადაწყვეტილება, ნაციონალურმა მოძრაობამ სტრატეგია აღმაშენებელთან ერთად, რომ ამ კოალიციას სჭირდება მათ შორის შტაბური, კამპანიური მუშაობა. ოპოზიციას საუკეთესო გამოცდილება აქვს ერთ ტურიან არჩევნებში გამარჯვებისა, რაც ჩვენ შევძელით 2018 წელს და 2024 წელს ვადიანი ან ვადამდელი არჩევნების პირობებში, ჩვენ გვექნება მხოლოდ ერთი ტური, ერთი დღე არჩევნების და არანაირი ორი ტური. შესაბამისად, 2018 წელს პოზიტიური გამარჯვების გამოცდილება შტაბურ-კამპანიურ მუშაობაში აქვს გიორგი ვაშაძეს, ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დღეიდან კოალიციურ საქმიანობაში, შტაბური მიმართულებით, ამ კამპანიებს ამ შტაბს უხელმძღვანელებს გიორგი ვაშაძე", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.