"მთავარი კრიმინალისტები არიან ბიძინა ივანიშვილი და კახა კალაძე",- ასე აფასებს თბილისის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" ლევან ხაბეიშვილი მისი ცემის ფაქტს. როგორც მან გადაცემაში "პოლიტიკის ფორმულა სოფო ზურაბიანთან" აღნიშნა, მთავარი კრიმინალისტების დავალებებს ასრულებენ კონკრეტული პირები და ესენი არიან ის ადამიანები, ვინც სცემა ხაბეიშვილი.
"დავალების შემსრულებლები არიან თარაშ შურღაია, რომელმაც ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომ ფარცხალაძეს მიწის ნაკვეთი გადასცემოდა. როცა იგი მიწის ლეგალიზების კომისიის თავმჯდომარე იყო, ასევე ხელი მოაწერა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი შურღაიას სიდედრისთვის 500 000 ლარის ქონება რომ 1 ლარად დაემტკიცებინათ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ცარიელი კალოშით მოსული ადამიანები დღეს მილიონერები არიან. იგივე მოსკოვში მყოფი ალექსანდრე ხუჯაძე, ცინცაძე...",-აცხადებს ხაბეიშვილი.