logo
ENG



ხაბეიშვილი ღარიბაშვილს: თქვენ და ივანიშვილი ჩამოყალიბდით კორუფციის მომხვეჭელობის სიმბოლოდ

18 ნოე 202216:24
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/18/4f0xm29rnukyyt7.jpg

თქვენ [ღარიბაშვილი] და ივანიშვილი ჩამოყალიბდით კორუფციის მომხვეჭელობის სიმბოლოდ. მესმის, რომ არ გსიამოვნებთ, მაგრამ მოგიწევთ მოსმენა. სიღატაკეში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ფონზე, თქვენ შეძელით და 400 000 ლარი მხოლოდ ორ ავტომობილში გადაიხადეთ. იქნებ უთხრათ საქართველოს მოქალქეებს, რა თანხებით შეძელით 400 000 ლარის გადახდა ორ ავტომობილში? პენსიონერებს ელემენტარული შესაძლებლობა არ აქვთ, თქვენ ყვებით, რომ მამამ გაჩუქათ 150 000 ლარი. ჯერ იყო მეუღლეს აჩუქეთ ბაკურიანში ტყე, ახლა მამამ მაჩუქაო 150 000 ლარი. ფაქტობრივად, წუწუნებთ, ბატონო ირაკლი. რატომ რევთ ოჯახის წევრებს ქურდობაში, კორუფციაში? რატომ აკეთებთ ამას? რას ერჩით თქვენს ოჯახის წევრებს?


close დახურვა