logo
ENG



ხაბეიშვილი წულუკიანზე: შეჩვეული არიან, რომ ნაცარს სახეში მოგვაყრიან

16 დეკ 201922:04
3 წუთის საკითხავი
 
5b9edxkpeqghxci.jpg

„რასაც ამბობთ საჯაროდ, მინიმუმ ხელი მოაწერეთ კიდეც“ - ლევან ხაბეიშვილი საკრებულოს დეპუტატებს მოუწოდებს, ერეკლე კუხიანიძე გადააყენონ თანამდებობიდან.

სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ სტუმრობისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა შეჩვეულია ხალხის მოტყუებას. მისივე თქმით, ამ ადამიანებმა უნდა სცადონ სახის შენარჩუნება და მოაწერონ ხელი ერეკლე კუხიანიძის გათავისუფლებას.

„ესენი ხომ მიჩვეულნი არიან, რომ ნაცარს აიღებენ და მოგვაყრიან სახეში, ასე უტიფრად. მე მინდა მოვუწოდო თეა წულუკიანსაც და საკრებულოს დეპუტატებსაც, რომლებმაც გვითხრეს ჩვენ, ფაქტობრივად, რომ მონები ვართო, თუ არ მოგწონთ, თქვენ მონებად არ აურჩევიხართ ბიძინა ივანიშვილს, რასაც ამბობთ საჯაროდ, მინიმუმ ხელი მოაწერეთ. მნიშვნელოვანია, რომ დეპუტატებმა შეინარჩუნონ სახე და ხელი მოაწერონ მის თანამდებობიდან გადაყენებას“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა თბილისის საკრებულოს მისცეს ერთდღიანი ულტიმატუმი, მიიღოს გადაწყვეტილება ერეკლე კუხიანიძის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.


close დახურვა