logo
ENG



ხაბეიშვილის თქმით, მისი ბრიფინგის შემდეგ ჯვრის მონასტრის რეაბილიტაციაზე მუშაობა დაიწყეს

23 თებ 202317:02
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/23/kmxow6eorp859il.jpg

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ჯვრის მონასტერში გაკეთებული განცხადების შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა კონკრეტული მოქმედებები დაეწყო.

"22 თებერვალს ვიყავით ჯვრის მონასტერში და გავაკეთეთ განცხადება, რომ მონასტერში ჩადის წყალი, ცვივა ქვები და იშლება მე-6 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობა. ეს ყველაფერი მოხდა დილით, 11:00 საათზე... აქედან რამდენიმე საათში, (22:40) ხელისუფლება იძულებული გახდა კონკრეტული მოქმედებები დაეწყო. პირველ რიგში, აღიარებენ პრობლემას და პრემიერს სთხოვენ დაჩქარებული წესით მოხდეს რეაბილიტაციის დაწყება და ამისთვის გამარტივებული შესყიდვა სჭირდებათ", - აღნიშნავს ხაბეიშვილი და მიმართვის დოკუმენტებს ავრცელებს.


close დახურვა