logo
ENG



ხადის ხეობაში აქციები გრძელდება

26 ოქტ 201914:03
3 წუთის საკითხავი
 
gvziyiwwi7cuzh2.png

ხადის ხეობის მოსახლეობა ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე მაგისტრალის მშენებლობას უკვე რამდენიმე კვირაა აპროტესტებს. დღეს მათ მორიგი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, მაგისტრალის მშენებლობა რეგიონში ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს. ისინი ყურადღებას ამახვილებენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზეც, რომლებიც შესაძლოა მშენებლობის პროცესში დაზიანდეს. აქციის წევრები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ალტერნატიულ გზებზე იმსჯელონ, რათა არ დაზიანდეს ხადის ხეობა, ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ ახალი გზა რუსეთისთვის იქნება ხელსაყრელი. „დღეს შევიკრიბეთ და ვაპროტესტებთ ახალი მაგისტრალის მშენებლობას ხადის ხეობის გავლით კობი-ქვეშეთის გზა, რომელიც ანადგურებს გარემოს, საფრთხე ექმნება და ზიანს აყენებს კოშკებს და სალოცავებს, გარდა ამისა სახლებსაც ვინაიდან ხეობაში ყველაფერი აშენებულია მშრალი წყობით და ვიბრაციები გამონაბოლქვი და ყველაფერი საფრთხეს უქმნის ამას“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

შეგახსენებთ, რომ პროექტის მიხედვით, ქვეშეთი- კობის ახალი გზის ფარგლებში, 6 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობაა დაგეგმილი.

 

 


close დახურვა