logo
ENG



ხადის ხეობის უნიკალური ხელუხლებელი ბუნება შესაძლოა, მაგისტრალის მშენებლობას შეეწიროს

11 ივლ 202020:38
3 წუთის საკითხავი
 

გზა, რომელმაც შესაძლოა მთიულეთის უნიკალური ხეობა გაანადგუროს - ხადის ხეობაში ახალი მაგისტრალის მშენებლობაა დაგეგმილი, რომელიც 5 გვირაბისა და 6 ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს.

მეათე საუკუნის ტაძრები, კოშკები, ხადის ხეობის უნიკალური ხელუხლებელი ბუნება - შესაძლოა ამ მაგისტრალის მშენებლობას შეეწიროს.

არქეოლოგების მტკიცებით, გზის მშენებლობა დააზიანებს მიწის კულტურულ ფენას, რადგან ხადას ხეობა საუკუნეების ისტორიას ინახავს. საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი ახალი მაგისტრალი ხადას ხეობაში ოკუპანტ ქვეყანასთან მანძილს 12 კილომეტრით ამცირებს. 


close დახურვა