უკვე მეორე დღეა, NATO-ს მაღალჩინოსანი თბილისში მიმდინარე მოლაპარაკებებისას არ მალავს, რომ რეფორმების ტემპი შემაშფოთებელია. პარტნიორები პოლიტიკური სპექტრისგან მეტ აქტიურობას ელოდებიან. ხელისუფლების შემდეგ ხავიერ კოლომინა ოპოზიციას შეხვდა. თუ ღარიბაშვილს დიპლომატი დამაზიანებელ ანტიდასავლურ რიტორიკაზე ესაუბრა, ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ყურადღება 12 პუნქტის შესრულების პროცესში მაქსიმალურ ჩართვაზე გაამახვილა.
ხავიერ კოლომინას გზავნილები ოპოზიციას
28 სექ 202220:35
3 წუთის საკითხავი