logo
ENG



ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე - გადაწყვეტილების მოლოდინში

25 ნოე 202220:45
3 წუთის საკითხავი
 

გაჩნდებიან თუ არა საქართველოში ახალი პოლიტპატიმრები ? სავარაუდოდ წლის ბოლომდე გახდება ცნობილი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ლაპარაკია ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე. სამივე ბრალდებული დარწმუნებულია, რომ საკითხს ბიძინა ივანიშვილი წყვეტს. ახლა სწორედ ოლიგარქზეა დამოკიდებული, დაიჭერს თუ არა მის პოლიტიკურ ოპონენტებს. ხაზარაძეს, ჯაფარიძესა და წერეთელს ქვეყნის არაფორმალური მმართველი უკვე ოთხი წელია, პროკურატურისა და სასამართლოს გამოყენებით ებრძვის. 

 


close დახურვა