logo
ENG



ხაზარაძე: 6 დღეში ჩვენ ამ ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილის თამადობით რუსეთისკენ გავუშვებთ

20 ოქტ 202418:02
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/20/cqv2m5o8jq9oaz1.jpg

თავისუფლებას და ხალხის არჩევანს ვერაფერი ვერ გააჩერებს. რუსული კანონებით და ყველა იმ ქმედებებით, რომლითაც ქართულმა ოცნებამ, რუსულმა ხელისუფლებამ საქართველოში გზა ქართველი ხალხის ნებას გადაუკეტა, ეს არ გაუვა.

სულ 6 დღე დარჩა და 6 დღეში ჩვენ ამ ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილის თამადობით გავუშვებთ იქ, სადაც მათი ადგილია, რუსეთისკენ. ეს ქვეყანა, იმ გზას დაადგება, რაც ჩვენი ეროვნული არჩევანია და ეს არის ევროპული არჩევანი, ეს არის კონსტიტუციით გამაგრებული ხალხის არჩევანი და სწორედ, ეს არის ხალხის გამოხატულება, რასაც ახლა თქვენ ხედავთ.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა იმ ადამიანს ხმა გავაგონოთ, რომელიც დღეს კიდევ ორჭოფობს მივიდეს, თუ არა არჩევნებზე. მათ უნდა დაინახონ, რომ მათი შვილების, ოჯახის წევრების ბედი და ასევე, შემოსავალი, კეთილდღეობა, სტაბილურობა, მშვიდობა დამოკიდებულია იმაზე, რომ ისინი არჩევნებზე მივიდნენ და ხმა განსხვავებას მისცენ. 


close დახურვა