ძლიერი საქართველოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ სულ, რაღაც 11 საათში ჩვენი ქვეყნის, ოჯახების, მომავალი თაობის, საქართველოს ბედი გადაწყდება. მისი თქმით, ოცნება უკვე დამარცხებულია, თუმცა ხვალ ეს ოფიციალურად გაფორმდება.
"ეს არჩევანი არის ისტორიული არჩევანი. ეს არჩევანი არის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ძლიერი ქვეყნის მშენებლობისთვის. მინდა, ჩვენ თანამებრძოლებს, გუნდელებს, ჩვენი შტაბის წევრების და განსაკუთრებით ჩვენი შტაბის ხელმძღვანელს დათო გამყრელიძეს, გადავუხადო მადლობა, იმ არაჩვეულებრივი მუშაობისთვის, რაც მან ჩვენ გუნდთან ერთად ჩაატარა", - აღნიშნა ხაზარაძემ.
ძლიერი საქართველოს ლიდერი თვლის, რომ ამ არჩევნებში ქართველმა ხალხმა უნდა გაიმარჯვოს და აირჩიოს ის ხელისუფალი, რომელიც საკუთარ ქვეყანას მოემსახურება და არა ისეთი, როგორიც დღეს ჰყავს.
"ყველას მინდა ვუთხრა, რომ ჩვენი წარმომადგენლები არიან ყველა უბანზე. ვუყურებთ და ვაკვირდებით პროცესებს. არავის მივცემთ ერთი ხმის მითვისების უფლებას, რადგან ეს არჩევნები არის ისტორიული. ამ არჩევნებში ქართველმა ხალხმა უნდა გაიმარჯვოს და აირჩიოს ის ხელისუფალი, რომელიც საკუთარ ქვეყანას მოემსახურება და არა ისეთი, როგორიც დღეს ჰყავს ქართული ოცნების სახით, რომელიც რუსეთის ინტერესებს ემსახურება. ყველანი არჩევნებზე! ჩვენ გავიმარჯვებთ! ქართული ოცნება უკვე დამარცხებულია, მაგრამ ხვალ ამის გაფორმება მოხდება", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.