logo
ENG



ხაზარაძე: ბიძინა ივანიშვილის სასამართლოში და პროკურატურაში ხდება აბსოლუტური უკანონობა

25 ოქტ 201921:03
3 წუთის საკითხავი
 
0biby1th8acl866.png

თაღლითები პოლიტიკურ პროკურატურაში  - მამუკა ხაზარაძის მიმართვას სასამართლოში კამათი მოყვა. სხდომაზე, სადაც მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმე განიხილება, ხაზარაძესა და საქმის ერთ-ერთ პროკურორს შორის შეკამათება მოხდა.

სამართლებრივი დევნის ფონზე უხდება ლელოს დამფუძნებელს ახალი წევრების წარდგენა და პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ განაცხადის გაკეთება.

ე.წ. ფულის გათეთრების საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე აღნიშნულ საქმეს პოლიტიკურ პროცესებად აფასებენ და ამბობენ, რომ ეს საქმე არის თეთრი ძაფით შეკერილი.

„ბიძინა ივანიშვილის სასამართლოში და პროკურატურაში ხდება აბსოლუტური უკანონობა, დავინახე კიდევ ერთი რამ - გაუნათლებლობა. ზოგადი გაუნათლებლობა, პროკურორების უცოდინარობა, და დავფიქრდი იმ მდგომარეობაზე, თუ ასეთი განათლების დონე გვაქვს ჩვენ და ესეთ სპეციალისტებს უშვებენ ჩვენი საგანმანათლებლო დაწესებულებები, კიდევ უფრო მეტად შემეშინდა ჩვენი მომავლის,“ - განაცხადა  მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.

საკითხზე კომენტარს მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძეც აკეთებს. მისი განცხადებით, სრულიად წარმოუდგენელი ისტორიის შეთხზვა ხდება. მისივე განცხადებით, ახალგაზრდებს, რომლებიც სასამართლოში მუშაობენ, არ ჰყოფნით გამბედაობა უარი თქვან ასეთი დავალების შესრულებაზე.

„სრულიად წარმოუდგენელი ისტორიის შეთხზვა ხდება, მაგრამ ისინი არიან მსხვერპლი. მე მათ ვუყურებ, როგორც მსხვერპლს, რამდენადაც აქ დავალება მომდინარეობს გენერალური პროკურორისგან, გენერალურ პროკურორს დაავალა მისმა ხელმძღვანელმა, და ეს ახალგაზრდები არიან ამ საშინელი სისტემის მსხვერპლი. ჩვენ ეს უნდა დავამთავროთ, რომ გადავარჩინოთ ეს ახალგაზრდები, რომელთაც არ ჰყოფნით გამბედაობა უარი თქვან ასეთი დავალების შესრულებაზე,“ - აცხადებს მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე.

რაც შეეხება მესამე ბრალდებულს „ტვ პირველის“ დამფუძნებლის მამას, ავთანდილ წერეთელი ამ პროცესებს, ტელეკომპანია „პირველის“ საქმიანობას უკავშირებს.

„რაც არ უნდა იხტუნაოს პროკურატურამ ამ საქმეს მე მივიყვან ბოლომდე. მე გარანტიას გაძლევთ ვისაც უნდა დავენიძლავები,“ - განაცხადა ავთანდილ წერეთელმა.

სასამართლომ „თიბისი“ ბანკის საქმეზე პროკურატურის მიერ მოწვეული ექსპერტების მიერ ჩატარებული დასკვნა საქმის მტკიცებულებად არ დაურთო, ასევე სასამართლო პროცესზე არ დაიკითხებიან ის ექსპერტები, რომლებმაც აღნიშნული დასკვნა დადეს. 

პროკურორი ამტკიცებს, რომ მათ აქვთ საკმაოდ მყარი მტკიცებულებები იმისა, რომ საქმე ნამდვილად ფულის გათეთრებასთან აქვთ.


close დახურვა