logo
ENG



ხაზარაძე: მელია არის მხნედ და იზიარებს, რომ ევროკავშირის გირაო მართლაც უპრეცედენტოა

01 მაი 202120:41
3 წუთის საკითხავი
 

ლელო საქართველოსთვის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია რუსთავის ციხეში მოინახულა. ხაზარაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა. 

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მელია იზიარებს პოზიციას, რომ ევროკავშირის მხრიდან გირაოს შემოთავაზება უპრეცედენტოა და ამასთან, ის ეთანხმება საპარლამენტო კომისიის შექმნის იდეასაც.

"ნიკა არის მხნედ, ჯანმრთელად. ბრძოლის სულისკვეთებით განმსჭვალული, იგი პრინციპულად იზიარებს იმას, რომ ევროკავშირის გირაო არის მართლაც უპრეცედენტო რამ, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ევროკავშირი დამნაშავეებისთვის გირაოს არ იხდის. ალბათ, უახლოეს დღეებში თვითონ გააკეთებს განცხადებას საპარლამენტო კომისიასთან დაკავშირებით. ამ იდეას პრინციპულად ეთანხმება.

სამწუხაროდ, ისე აღიქმება, რომ ნიკა უნდა დაეთანხმოს გირაოს, რომ შემდეგ ოცნებამ დაამადლოს, რომ დაეთანხმა გირაოს. ასე არ მოხდება. ვფიქრობ, ევროკავშირი გადაწყვეტილებას მიიღებს ისე, რომ ეს არ შეეხოს ნიკას თავმოყვარეობას და იმ პრინციპს, რისთვისაც ის ამდენი ხანია ციხეშია",- განაცხადა ხაზარაძემ.

შეთანხმების დოკუმენტი, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა 19 აპრილს ხელი მოაწერა, რამდენიმე პუნქტს შეიცავს.

დოკუმენტის თანახმად, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, მოიაზრება გირაოს გადახდაც.

ამნისტიის კანონთან დაკავშირებით ხელისუფლება და ოპოზიცია ვერ შეთანხმდა, რის გამოც ორივე მხარემ კანონპროექტის საკუთარი ვერსია დაარეგისტრირა. 

მელია ამნისტიის კანონპროექტის წინააღმდეგია და აცხადებს, რომ მზადაა დათანხმდეს ევროკავშირის გირაოს, თუ ამნისტიის კანონპროექტს გამოითხოვენ. 

პარტია ლელო 20-21 ივნისის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.


close დახურვა