logo
ENG



ხაზარაძე: ოცნება ასოცირებულია გაჩერებულ ქვეყანასთან, სააკაშვილი სხვა ქვეყნის პოლიტიკოსია

12 აგვ 202022:15
3 წუთის საკითხავი
clock 424
slomhcunjjc9hu5.jpg

„ჩემთვის ქართული ოცნება ასოცირებულია გაჩერებულ ქვეყანასთან, სააკაშვილი კი, სხვა ქვეყნის პოლიტიკოსია“, - ასე უპასუხა ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ კითხვას - ითანამშრომლებს თუ არა ბიძინა ივანიშვილის პარტიასთან ან ენმ-სთან იმ შემთხვევაში, თუ ეს მთავრობის დაკომპლექსტებისთვის იქნება საჭირო.

ხაზარაძე აცხადებს, რომ ორივე პარტიაში არიან ადამიანები, ვისთანაც ითანამშრომლებდა, თუმცა ამ საკითხზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა წინ წავიდეს. ოცნება არის ასოცირებული ჩემთვის გაჩერებულ, მიძინებულ, დამუხრუჭებულ ქვეყანასთან. რაც შეეხება სააკაშვილს, ის არის ჩემთვის სხვა ქვეყნის პოლიტიკოსი. შესაბამისად, მკაფიოდ ვთქვი ამ ორ ადამიანზე ჩემი დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ ორივე პარტიაში არიან ადამიანები, რომლებთანაც სიამოვნებით ვითანამშრომლებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე დღესვე განვაცხადო პოლიტიკურ პარტიასთან რაღაცას გავაკეთებ“, - განაცხადა ხაზარაძემ.


close დახურვა