გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა" საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება და ხმების დასაცავად საზოგადოების მობილიზაციაა საჭირო.
„ქართულ ოცნებას“ პერსპექტივა არ გააჩნია. „ქართული ოცნება“ უზარმაზარი გაყალბებისთვის ემზადება და სწორედ აქ არის ჩვენი მობილიზაცია საჭირო, რომ ჩვენი ხმები დავიცვათ. რაც შეეხება ოპოზიციურ ნაწილს, ჩვენ ოპოზიციური სპექტრისგან განვსხვავდებით. ჩვენ მოსახლეობას აბსოლუტურად ახალ რამეს ვთავაზობთ. საქართველოში უნდა შევქმნათ ეპიცენტრი, საქართველო არ უნდა იყოს ის ქვეყანა, სადაც 27 000 ტონა პომიდორი და 20 000 ტონა ხახვი შემოდის იმპორტზე. საქართველო კლებადი ერი ვართ და ახალგაზრდების ემიგრაცია მიდის. ესაა დიდი პრობლემა," - განაცხადა ხაზარაძემ.