ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ რუსთაველზე, პარლამენტთან შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართა და თქვა, რომ პარლამენტში არავინ შევა, ვინაიდან მოღალატეებთან საქმე არავინ უნდა დაიჭიროს.
პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები ცესკოს მიერ დათვლილ არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი ადამიანების მოთხოვნა, ხელახალი არჩევნების ჩატარებაა.