logo
ENG



ხაზარაძე ელისაშვილს: ოპოზიციურ შეხვედრაზე მოსული არ დაგინახო, მატყუარა ხარ

19 იან 202123:44
3 წუთის საკითხავი
clock 1827
2021/01/19/hfz9nza068mr3cg.png

"ღამის კურიერის" ეთერში ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე და მოქალაქეების დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. კერძოდ, ხაზარაძემ უარყო ელისაშვილის განცხადება, რომლის თანახმადაც ხაზარაძემ ელისაშვილს ოპოზიციური პარტიების სამოქმედო გეგმის მეორე სცენარზე საუბრისას უთხრა - "ომია, ძმაო, და რამე იქნებაო". გარდა ამისა, ხაზარაძის თქმით, არ არის სწორი საქციელი, როდესაც შიდა საუბრებზე რომელიმე მხარე გარეთ ლაპარაკობს.

ხაზარაძის თქმით, ელისაშვილი ქართული ოცნების დავალებით მოქმედებს.

"ვერიდებოდი ამ შეფასება, მაგრამ თქვენ, ბატონო ალეკო, ბრძანდებით მატყუარა. ავანტიურისტი ხართ და ოცნების დავალებით ლაპარაკობთ. ოცნების მუსიკას ნუ გვასმენინებთ. თუ გინდათ შედით პარლამენტში. ეს რაც ხდება ტელევიზიებში, ოპოზიციების შიგნით ნალაპარაკევის გამოტანა არ არის სწორი", - განაცხადა ხაზარაძემ.

საპასუხოდ ელისაშვილმა ლელოს კიდევ ერთი ბრალდება წაუყენა. მოქალაქეების ლიდერმა განაცხადა, რომ ლელოს ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ოცნებასთან მოლაპარაკებებზე "ჩუმ-ჩუმად" დადიოდა.

ხაზარაძემ ელისაშვილს მოსთხოვა, რომ პირდაპირ ეთერში დაემტკიცებინა ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდება.

"დაურეკე კობახიძეს და კითხე ფაქტები, როდის ქონდა ჯაფარიძეს შეხვედრა ან ლელოს რომელიმე წევრს ოცნებასთან. ეს იმის ბრალია, რომ ეს რაც ხდება აცდენილია ნორმალურ დიალოგს და იმ სულისკვეთებაას, რომელიც ოპოზიციას ჰქონდა გამყალბებელი ოცნების მიმართ. სანამ ქართულ პოლიტიკაში ისევე როგორც საქმიან ურთიერტობაში, ყველაფერს თავის სახელი არ დაერქმევა, ამ ქვეყანას არ ეშველება. არ დაგინახო ოპოზიციურ შეხვედრაზე მოსული", - განაცხადა საპასუხოდ ხაზარაძემ.

ელისაშვილმა ხაზარაძეს კიდევ ერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და უთხრა, რომ კობახიძის ნომერი მას არ ჰქონდა.

"ბანკირებისგან რა უნდა გაგიკვირდეს. სანამ არ დაგიჭირეს მანამდე ქვეყანა არ გაგხსენებია. ციხიდან რომ ხალხს კრედიტებს უხსნიდი...", - განაცხადა ელისაშვილმა.

საბოლოოდ, გადაცემის წამყვანებს, სიტუაციის განსამუხტად, დაცვის სამსახურის თანამშრომლების გამოძახება დაჭირდათ.


close დახურვა