logo
ENG



ხაზარაძე პარლამენტში ინტერპარტიული ეკონომიკური ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის

08 ივნ 202115:46
3 წუთის საკითხავი
 
ხაზარაძე პარლამენტში ინტერპარტიული ეკონომიკური ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის
ვახო ქარელი/ფორმულა

ლელო საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პარლამენტში პროფესიონალების ინტერპარტიული ეკონომიკური ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის.

როგორც ხაზარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ჯგუფი იმუშავებს კონკრეტულ ნაბიჯებზე, როგორ გამოვიდეს ქვეყანა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან.

მისი თქმით, ქვეყანაში ვაქცინაციის კუთხით სავალალო მდგომარეობაა, რაც ეკონომიკაზეც აისახება. 

"შემოვდივარ წინადადებით, რომ შეიქმნას პარლამენტში პროფესიონალების ინტერპარტიული ეკონომიკური ჯგუფი, რომელიც დადებს ამ ქვეყანაში კონკრეტულ ნაბიჯებს, როგორ გამოვიდეს ეს ქვეყანა ამ მდგომარეობიდან.

შესაბამისად, ჩვენ, ყოველგვარი პოლიტიკის, ყოველგვარი თავდასხმის გარეშე გვექნება ეკონომიკური მიმართულება, რომელსაც დაეთანხმება ყველა. ამ კინკლაობაში დავიწყებულია ყველაზე მთავარი - ადამიანი, ხალხი, რომელიც ღატაკდება", - ამბობს ხაზარაძე.

 


close დახურვა