logo
ENG



ხაზარაძე საერთო მაჟორიტარებზე: ჩვენთვის მისაღები უნდა იყოს მისი სახელი და გვარი

04 ივნ 202021:11
3 წუთის საკითხავი
 

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ ოპოზიციის პირველი მიზანი მმართველი გუნდის ხელისუფლებიდან ჩამოშორება უნდა იყოს.

ხაზარაძის თქმით, ის მზადაა ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის.

„უპირველესი ამოცანა ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა. თუ ჩვენს ქვეყანას განვითარება სჭირდება, ამ მთავრობის პირობებში ეს შეუძლებელია და ეს ყველა პარამეტრით დაგვანახა ბოლო რვა წელიწადმა. ეს ხელისუფლება უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას, ამაში ყველა ერთნი ვართ. უბრალოდ, როდესაც ვსაუბრობთ, რომ შეიძლება, რაღაც ოლქებში ჩვენს გვქონდეს მოლაპარაკება, ჩვენთვის მისაღები უნდა იყოს ის კანდიდატი, ვისი პარტიიდანაც არ უნდა იყოს, მისაღები უნდა იყო მისი სახელი და გვარი - უბრალოდ, ბრმად ვერ დავეთანხმებით პარტიამ რომ წარმოადგინოს კანდიდატურა და ის ადამიანი ჩვენთვის მიუღებელი იყოს.

ჩვენ წამოვაყენებთ 30-ვე კანდიდატს და გამონაკლისები სად იქნება, ამაზე ჩამოყალიბებული არ ვართ. შევხედავთ, როგორ ჩამოყალიბდება სხვა ოპოზიციური ძალები. ამას გავაკეთებთ იმის გამო, რომ არ გვინდა, რომ არაპარტნიორული გამოვჩნდეთ მთლიანად ოპოზიციის მიმართ - ჩვენ ამ ნაბიჯისთვის მზად ვართ“, - აღნიშნა ხაზარაძემ. 


close დახურვა