logo
ENG



ხაზარაძის ადვოკატი:სახალხო დამცველს ვთხოვთ განახორციელოს გამოძიება საქმესთან მიმართებაში

23 ოქტ 201909:33
3 წუთის საკითხავი
 
64lbt2r2ckzyv4o.jpg

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე მიიჩნევს, რომ პროკურატურას მარტივი ამოცანა აქვს შესასრულებელი - მათ უნდა დაადგინონ ვისი ანაბეჭდებია ე.წ. მუქარის წერილზე. უწყებამ წერილთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა. 

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, წერილი პირთა ფართო წრისთვის იყო ხელმისაწვდომი, რაც კვლევების ჩატარებას ართულებს. აღნიშნულს უარყოფს ზვიად კორძაძე. 

"პროკურატურის განცხადებას გავეცანი. იქ წერია, რომ სხვადასხვა ქვეყნაში იყო აღნიშნული წერილი. ორ ქვეყანაში იყო - საქართველოში და ბრიტანეთში. ამ ეტაპზე, წერილთან მიმართებაში, რაიმე პროცესუალური სტატუსი როგორც დაზარალებული არ გაგვაჩნია. სახალხო დამცველს ვთხოვეთ, რომ განახორციელოს გამოძიება საქმესთან მიმართებაში და იმედია დადგება ეტაპი, როცა მამუკა ხაზარაძეც და ბადრი ჯაფარიძეც ცნობილი იქნება დაზარალებულად,-"განმარტავს კორძაძე.

ზვიად კორძაძეს ეთანხმება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერიც, გიორგი კანდელაკი. მისი თქმით, საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, არაერთი საეჭვო გარემოება იკვეთება.

"თანამედროვე ტექნოლოგიები დიდი ხანია შესაძლებლობებს იძლევა, ერთი თითის ანაბეჭი შეედაროს არა ათობით, ან ასობით, არამედ მილიონობით თითის ანაბეჭს. ასე რომ, როცა პროკურატურა ასეთ პასუხს იძლევა და ამბობს, რომ ბევრი ანაბეჭდია, ეს უკვე ძალიან საეჭვო შთაბეჭდილებას ტოვებს,-" აცხადებს გიორგი კანდელაკი.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ პროკურატურაში ე.წ „მუქარის წერილის" დედანი ორი დღის წინ ჩააბარა. „თიბისი ბანკის" დამფუძნებელი ამტკიცებს, რომ მისი ავტორი იმ დროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაა. 


close დახურვა