logo
ENG



ხათუნა ლაგაზიძე: ქართულმა ოცნებამ დასავლეთის მხარდაჭერა გამოიგლოვა

25 იან 202022:48
3 წუთის საკითხავი
 

"გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ სტუმრობისას პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ დგას არჩევანის წინაშე, თუ როგორ შევა ის ისტორიაში.

პოლიტოლოგის თქმით, ასეთი მძიმე შეფასება საქართველოს მთავრობას ბოლო 30 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, არასდროს დაუმსახურებია. ლაგაზიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ არ დარჩა სხვა გზა, გარდა კონსტიტუციური გზით ხელისუფლების დათმობისა.

„ეს უხეში, ხეპრე და ხისტი ტონი, რომელსაც ვისმენთ "ოცნების" ლიდერებისგან, ერთის მხრივ, მათი შიშის გადაფარვის გამომხატველია და თან, შემორჩენილი ამომრჩევლის გასახმნევებლადაა მიმართული. იმიტომ, რომ "ოცნებამ" კარგად იცის 2003 წლის მაგალითი, როცა შევარდნაძემ არჩევნები არჩევნებამდე წააგო, რადგან მას მთელი სახელმწიფო ვერტიკალი ჰქონდა ჩამოშლილი და ამიტომ მათ ახლა ეშინიათ ამომრჩევლის დაკარგვისა. მგონია, რომ დასავლეთის მხარდაჭერა უკვე გამოიგლოვეს. მე "ოცნების" ადგილას იმედიანი ვერ ვიქნებოდი. 27 წელია პოლიტიკის ანალიზს ვახდენ და არ მახსენდება ასეთი შტურმი. ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება გავიხსენოთ, არის უფროსი ბუშის წერილი გამსახურდიასადმი, რომ ის წყლის დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდა. ტრამპის ნატურიდან გამომდინარე, არაა გამორიცხული ხელისუფლებამ მსგავსი მძიმე შეფასება დაიმსახუროს. ახლა ხელისუფლება დგას არჩევანის წინაშე. პირველია გამსახურდიას მაგალითი, რომელიც მთელ ქვეყანას დაუჯდა ძვირად. მეორე მაგალითი არის შევარდნაძე, რომელმაც რევოლუციით დათმო ხელისუფლება და სააკაშვილის მაგალითი - როცა კონსტიტუციის ფარგლებში მოხდა ხელისუფლების გადაბარება. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იფიქროს, რა სახელით დარჩება ისტორიაში", - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

 

 

 


close დახურვა