logo
ENG



ხალხის ფული ჯანდაცვის მინისტრის კომფორტისთვის

17 თებ 202220:05
3 წუთის საკითხავი
 

რეკორდული ინფლაციის ფონზეც კი, ქართული ოცნების ხელისუფლება პირად კომფორტს ვერ ივიწყებს. წულუკიანის შემდეგ აზარაშვილი - რატომ არ შედიან წინამორბედების კაბინეტებში ახალდანიშნული ჩინოვნიკები? ქვეყანაში ომიკრონის პიკია, დღე-ღამეში საშუალოდ 50 ადამიანი იღუპება, ჯანდაცვის ახალი მინისტრი კი კაბინეტს ირემონტებს. ზურაბ აზარაშვილმა საკუთარ სართულზე კაპიტალური რემონტი მოითხოვა და მინისტრის სამუშაო სივრცის კეთილმოწყობა ბიუჯეტს  დაახლოებით 156 000 ლარი უჯდება.


close დახურვა