ხალხმრავლობა იყო გლდანის ერთ-ერთ მიკრორაიონშიც. ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
კადრებში ჩანს, რომ ახალგაზრდები საცხოვრებელი კორპუსის ეზოში არიან თავმოყრილი. სამართალდამცავების გამოჩენის შემდეგ, კი ხალხმა შეკრების ადგილი დატოვა.
შეგახსენებთ, რომ კომენდანტის საათის პირობებში სამზე მეტი პირის შეკრება აკრძალულია. გარდა ამისა, აკრძალულია საღამოს 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ქუჩაში გასვლა.