logo
ENG



ხალხს არა ქართული ოცნება, არამედ ისევ ნაციონალური მოძრაობა ატყუებს - ანრი ოხანაშვილი

25 ნოე 201914:15
3 წუთის საკითხავი
 
zwayk9w8rixvt9b.jpg

უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიმდინარე დავას ეხმაურება და აცხადებს, რომ ხალხს არა "ქართული ოცნება," არამედ ისევ "ნაციონალური მოძრაობა" ატყუებს. როგორც მან აღნიშნა, "ქართული ოცნება" არის ძალა, რომელიც საზოგადოებაზე ზრუნავს.

„საუბარი იმაზე, რომ თითქოს "ქართული ოცნება" საზოგადოებას ატყუებს, არის მტკნარი სიცრუე. ეს არის სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგი. "თული ოცნება" არ ატყუებს არც ამომრჩეველს და არც საოზგადოებას, ჩვენ ვართ ძალა, რომელიც საზოგადოების ინტერესებზე ზრუნავს, თუ ვინმე ატყუებდა ხალხს, ეს არის ნაციონალური მოძრაობა“,-განაცხადა ოხანაშვილმა.

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, დეპუტატი დავით მათიკაშვილი კი ამბობს, რომ შერეული საარჩევნო სისტემა არის აბსოლუტურად თავსებადი დემოკრატიასთან, ხოლო კონსტიტუციაში, სწორედ "ქართული ოცნების" რეფორმის შედეგად განისაზღვრა, რომ 2024 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება.

 


close დახურვა